ნიკოლას მადუროს საქმეზე შემდეგი მოსმენა 17 მარტს დაინიშნა

ნიკოლას მადურო

მოსამართლემ ნიკოლას მადუროს საქმეზე შემდეგი მოსმენა 17 მარტს დანიშნა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

მოსამართლის ბრძანებით, ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე სასამართლოში 17 მარტს უნდა გამოცხადდნენ.

ასევე, მადუროს ადვოკატმა განაცხადა, რომ მისი კლიენტი ამ ეტაპზე გირაოთი გათავისუფლების მოთხოვნას არ აპირებს. ადვოკატების ცნობით, მადუროსა და მის მეუღლეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ.

ნიუ-იორკის სასამართლოში მოსმენა დაახლოებით 30 წუთს გაგრძელდა.