ისრაელის თავდაცვის ძალები განცხადებას ავრცელებს
1772827150
სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, მას არასდროს უთქვამს, რომ ერევანი დასავლეთისკენ მიდის.
როგორც სომხეთის მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა, როგორც წესი, ის ამბობს, რომ ქვეყანა არცერთი კონკრეტული მიმართულებით არ მიდის.
„მე ბევრი განცხადება გამიკეთებია, მაგრამ არ მახსენდება, ოდესმე მეთქვას, რომ ჩვენ მივდივართ დასავლეთისკენ. როგორც წესი, ვამბობ, რომ ჩვენ არცერთი კონკრეტული მიმართულებით არ მივდივართ“, - განაცხადა ფაშინიანმა.
ის აგრეთვე სომხეთში რუსული სამხედრო ბაზის არსებობის საკითხსაც შეეხო. „საბედნიეროდ, თუ საუბედუროდ ჩვენ ჯერ იმ წერტილამდე არ მივსულვართ, როცა რუსული სამხედრო ბაზა ჰორიზონტს დაგვიფარავს. როცა ვნახავთ, რომ რუსული სამხედრო ბაზა თვალსაწიერს გვიფარავს, ვიფიქრებთ, როგორც ვიმოძრაოთ მომავალში, რათა პრობლემები აღარ შეგვექმნას“, - დასძინა მან.
7 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
1772824800