ცვლილებები „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში - დეტალები
1789500836
ნიგერიაში შეიარაღებული პირები ბაზრისკენ მიმავალ ვაჭრებს ჩაუსაფრდნენ და, სულ მცირე, 20 პირი მოკლეს. ინფორმაციას გამოცემა „როიტერი“ თვითმხილველებსა და სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით წერს.
როგორც ცნობილია, შემთხვევა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში, ზამფარის შტატში მოხდა. ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, დაღუპულთაგან ოთხი ჯარისკაცია, სამი – პოლიციელი, ხოლო ერთი – ნიგერიის თავდაცვის კორპუსის ოფიცერი. ასევე, მოკლულია 12 მშვიდობიანი მოქალაქე. სამხედრო წყარომ ასევე განაცხადა, რომ შემთხვევის შედეგად 19 პირი დაშავდა.
გამოცემა „როიტერი“ წერს, რომ ნიგერიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში შეიარაღებული ბანდების მიერ სოფლების ძარცვამ და გამოსასყიდის მისაღებად მცხოვრებელთა მოტაცებამ უფრო მასობრივი სახე შეიძინა.