„მოსალოდნელია დღეიდან, 15 ივნისამდე...“ - ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1746383868
ნიდერლანდებში გამართული ღონისძიების დროს პოლონეთის პრემიერ-მინისტრს, დონალდ ტუსკს კვამლის ყუმბარა ესროლეს. ინციდენტი დღეს, ქალაქ ვაგენინგენში გამართულ ღონისძიებაზე მოხდა.
ცერემონიის დროს ღონისძიებაზე შეკრებილი ხალხისგან კვამლის ყუმბარა ისროლეს, რომელიც ტუსკის ფეხებთან დაეცა. ამის შემდეგ სხვადასხვა ქვეყნის პრემიერ-მინისტრები მცირე ხნით სცენიდან გაიყვანეს. უსაფრთხოების სამსახურმა კვამლის ყუმბარა გაიტანა და ღონისძიება გაგრძელდა.
ღონისძიებაზე შეკრებილები იყვნენ პალესტინის მხარდამჭერები,რომლებმაც ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრს, რუბენ ბრეკელმანსს სიტყვით გამოსვლა რამდენჯერმე შეაწყვეტინეს.
ცნობისთვის, ამავე ღონისძიებაზე პროპალესტინელმა დემონსტრანტებმა ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრს სიტყვით გამოსვლა შეაწყვეტინეს.