მარკონმა საქართველოში საფრანგეთის ელჩად ოლივიე კურტო დანიშნა
1755865738
ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა კასპარ ველდკამპმა მოულოდნელად თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ველდკამპმა განცხადება გადადგომის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ გააკეთა და ეს იმით ახსნა, რომ სხვა მინისტრები ისრაელის წინააღმდეგ ზომების გატარებას ხელს უშლიან.
„ვიგრძენი, რომ ქალაქ ღაზაში და მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მიმდინარე მოვლენების გამო დამატებითი ზომების მიღებისას წინააღმდეგობას წავაწყდი“, - განუცხადა ველდკამპმა ჟურნალისტებს.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ საკუთარი თანამდებობები ველდკამპის თანაპარტიელებმაც დატოვეს. კერძოდ, პოსტებს დაემშვიდობნენ ვიცე-პრემიერ ედი ვან ჰიუმი, განათლების, შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის მინისტრები. თანამდებობები დატოვეს აგრეთვე შესაბამისი სამინისტროების სახელმწიფო მდივნებმაც.
ცნობისთვის, ნიდერლანდების მთელი მთავრობა ახლა მოვალეობის შემსრულებელია, რადგან ივნისში სამთავრობო კოალიცია ულტრამემარჯვენე პარტიამ დატოვა.