ნიდერლანდების მთავრობამ ისრაელის ეროვნული უსაფრთხოებისა და ფინანსთა მინისტრები პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა - საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მათ ნიდერლანდებში შესვლა აეკრძალებათ

ველდკამპი

ნიდერლანდების დროებითი მთავრობა ისრაელის ელჩს ღაზაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ჩვენების მისაცემად დაიბარებს. ნიდერლანდები ასევე ისრაელის მინისტრებს - ბეცალელ სმოტიჩს და იტამარ ბენ გვირს მოგზაურობაზე აკრძალვას დაუწესებს, - ამის შესახებ NOS-ი წერს.

"ამჟამინდელი სიტუაცია აუტანელი და გაუმართლებელია", - წერს საგარეო საქმეთა მინისტრი ველდკამპი წარმომადგენელთა პალატისადმი გაგზავნილ წერილში. პრემიერ-მინისტრმა შუფმა ადრე განაცხადა, რომ ნიდერლანდები ზომებს მიიღებს, თუ აღმოჩნდება, რომ ისრაელი ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შესახებ ევროპულ შეთანხმებებს არ ასრულებს.

ერთ-ერთი ასეთი ღონისძიებაა ისრაელის ელჩის მინისტრთან დაბარებაა. ის კიდევ ერთხელ მოუწოდებს ისრაელს, შეცვალოს კურსი და შეასრულოს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მიხედვით ნაკისრი ვალდებულებები.

ევროპულ კონტექსტში, ნიდერლანდები მოითხოვს ისრაელთან ასოცირების შეთანხმების სავაჭრო ნაწილის შეჩერებას.

როგორც სტატიის ავტორი წერს, გარდა ამისა, მინისტრის კაბინეტი სანქციებს უწესებს ექსტრემისტ ისრაელელ მინისტრებს, სმოტრიჩს და ბენ-გვირს. ისინი დარეგისტრირდებიან, როგორც პერსონა ნონ გრატა და შესაბამისად, აღარ ექნებათ ნიდერლანდებში შესვლის უფლება.

კაბინეტი აღნიშნავს, რომ სმოტრიჩმა და ბენ-გვირმა არაერთხელ წაახალისეს ძალადობა პალესტინის მოსახლეობის წინააღმდეგ, დაჟინებით უჭერდნენ მხარს უკანონო დასახლებების გაფართოებას და მოუწოდებდნენ ეთნიკური წმენდისკენ ღაზას სექტორში.

გარდა ამისა, მედიის ცნობით, ისრაელში იარაღის ექსპორტი შეიზღუდება რიგი ნებართვების შეცვლით. ველდკამპი ასევე აცხადებს, რომ ამჟამინდელ სიტუაციაში ისრაელში იარაღის ექსპორტის ნებართვის გაცემა "ფაქტობრივად შეუძლებელია".

ველდკამპი ასევე წერს, რომ ნიდერლანდებს სურს წვლილი შეიტანოს ღაზის სექტორის მომარაგებაში, განსაკუთრებით სახმელეთო გზით. ამ მხრივ, ნიდერლანდები 1,5 მილიონ ევროს გამოყოფს გაეროს დამხმარე მომსახურების ოფისისთვის, ხოლო დამატებით 3 მილიონი ევრო გამოიყოფა "წითელი ჯვრისთვის".