ნიდერლანდების დაზვერვის ცნობით, რუსეთი ევროპის წინააღმდეგ ჰიბრიდულ თავდასხმებს აძლიერებს

ნიდერლანდების დაზვერვა

რუსეთი აძლიერებს ჰიბრიდულ თავდასხმებს, რომლებიც მიმართულია ნიდერლანდების საზოგადოებისა და მათი მოკავშირეების ძირის გამოთხრისკენ, ხოლო რუსმა ჰაკერებმა მიზანში ამოიღეს ნიდერლანდების სახელმწიფო სამსახურები, – ამის შესახებ ნიდერლანდების სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა, პიტერ რისინკმა ყოველწლიურ ანგარიშში განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის საფრთხე ევროპაში მზარდია, მათ შორის უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულების შემდეგაც.

„კონფლიქტი ომსა და მშვიდობას შორის ნარცრისფერ ზონაში რეალობად იქცა. სულ უფრო მეტი სახელმწიფო სუბიექტი ცდილობს, ძირი გამოუთხაროს ჩვენს საზოგადოებას ჰიბრიდული თავდასხმებით. რუსეთი სულ უფრო მეტად არის მზად, რისკსზე წავიდეს“, – განაცხადა რისინკმა.

ნიდერლანდების შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ შარშან პირველად აღმოაჩინეს რუსი ჰაკერების თავდასხმა ქვეყნის სახელწმწიფო სამსახურის ციფრულ სისტემაზე. მათივე ცნობით, ასევე გამოვლენილია რუსეთის კიბეროპერაცია, რომლის სამიზნეც იყო კრიტიკული ინფრასტრუქტურა, რაც შესაძლოა, სამზადისი ყოფილიყო საბოტაჟისთვის.

უწყებაში ასევე გაიმეორეს გაფრთხილება რუსეთის სტრუქტურების მხრიდან ჯაშუშური ქმედებების შესახებ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთი ადგენს ჩრდილოეთის ზღვაში მდებარე ობიექტების რუკებს და გეგმავს საბოტაჟს ინტერენეტკაბლებისა და წყალ და ენერგომომარაგების წინააღმდეგ.