ნეთანიაჰუ გეგმავს დაესწროს ტრამპის ინაუგურაციას, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნის წინ ოპერაცია გადაიტანა - The Times of Israel

ტრამპი

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ გეგმავს დაესწროს აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციას, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნის წინ პროსტატის ოპერაცია გადაიტანა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Times of Israel-ი ავრცელებს.

გამოცემის წყაროების ცნობით, 31 დეკემბერს გაიმართა კონსულტაციები მომავალი ვიზიტის ლოგისტიკის შესამუშავებლად.

როგორც The Times of Israel-ი აღნიშნავს, ნეთანიაჰუს ჯანმრთელობის მდგომარეობის გარდა, ისრაელის მხარე შეშფოთებულია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემული მისი დაკავების ორდერით. შეერთებული შტატებისკენ მიმავალ გზაზე ერთ-ერთ ქვეყანაში ისრაელის პრემიერ-მინისტრის თვითმფრინავის ავარიული დაშვების შემთხვევაში, ამ სახელმწიფოების ხელისუფლებას შეუძლიათ ორდერის აღსრულება.