ილონ მასკი: თუ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ვერ გაიმარჯვებს, გერმანია განადგურდება
1757156648
ნეპალის პრემიერ-მინისტრმა, შარმა ოლმა თანამდებობა დატოვა. „ბიბისის“ ინფორმაციით, შარმა ოლის გადადგომის შესახებ ინფორმაცია მისმა სამდივნომ დაადასტურა.
პრემიერ-მინისტრის მიერ ხელმოწერილ განცხადებაში ნათქვამია, რომ მან თანამდებობა დატოვა, რათა ქვეყანაში კრიზისი კონსტიტუციის დაცვით მოგვარდეს.
იქამდე ცნობილი გახდა, რომ მასშტაბური საპროტესტო აქციების გამო, ქვეყნის დედაქალაქ კატმანდუს საერთაშორისო აეროპორტმა ავიარეისების ნაწილი დროებით შეაჩერა.
ცნობისთვის, ნეპალში მასშტაბური საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ყალბი ამბების, სიძულვილის ენისა და ონლაინთაღლითობის წინააღმდეგ საბრძოლველად სოციალური მედიის პლატფორმები სახელმწიფოს მიერ დარეგულირებულიყო. ამის მიუხედავად, ქვეყანაში აქტივისტებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება გრძელდება. პოლიციასთან დაპირისპირების დროს, სულ მცირე, 19 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაშავდა.