1740372372
საბედისწერო ქორწილი - ერაყში, ძლიერ ხანძარს 120 კაცი შეეწირა

ერაყში დატრიალებულმა უბედურმა შემთხვევამ მსოფლიო აალაპარაკა. ფოიერვერკების შედეგად გაჩენილ ხანძარს 120სტუმრის სიცოცხლე ემსხვერპლა - 200-მდე კი დაშავდა. დაშავებულთაგან 50-ის მდგომარეობა მძიმეა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ფერჰანენი და მისი მეუღლე, რევანი ქორწილში პირველ ცეკვას ასრულებდნენ, როდესაც მოულოდნელად ხანძარი გაჩნდა. პოლიციის ინფორმაციით, ხანძარი ფოიერვერკების შედეგად გაჩნდა და შენობას მალევე მოედო.
„ცეცხლი იმდენად სწრაფად გავრცელდა, რომ არ ვიცოდით სად გავქცეულიყავით - სუნთქვა შეუძლებელი იყო",- იხსენებს ერთ-ერთი გადარჩენილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
უნგრელმა ქალმა, რომელიც 2 საშვილოსნოთი და 2 ვაგინით დაიბადა, ბავშვის გაჩენა შეძლო
„ბარბის ბოტოქსს“ სულ უფრო მეტი ადამიანი მიმართავს - ექიმები შეშფოთებულები არიან