ცნობილია, UFC-ის სკანდალურ საქმეზე დაკავებულების ვინაობა - რა წერია FBI-ის ფაილებში
1781898735
თურქი დიჯეის სასტიკმა მკვლელობამ მთელი მსოფლიო აალაპარაკა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
43 წლის დიჯეის, კორაი ალპერგინის ცხედარი გასულ წელს, 15 ოქტომბერს, ოკვუდ ჰილსში აღმოაჩინეს. მას წამების კვალი აღენიშნებოდა - ის ბეისბოლის ჯოხით იყო ნაცემი.
გამოცემა „დეილი მეილის" ინფორმაციით, კორეი მის შეყვარებულთან, გოზდე დალბუდაკთან ერთად, საკუთარი სახლიდან, თეთრი ფურგონით გაიტაცეს.
როგორც მოგვიანებით გამოძიებამ დაადგინა, მკვლელობამდე კორეი სასტიკად აწამეს - მას ადუღებული წყალი გადაასხეს და თავში ბეისბოლის ჯოხი ურტყეს. რაც შეეხება კორეის შეყვარებულს, გოზდე უგონო მდგომარეობაში ტუალეტში 2 დღის განმავლობაში იყო ჩაკეტილი. გოგონა გადარჩა.
გოზდემ პოლიციას განუცხადა, რომ როდესაც ისინი გაიტაცეს, კორეი მას მიუბრუნდა და ასეთი სიტყვები ჩასჩურჩულა - „ხმა არ ამოიღო, საყვარელო".. ეს ფაქტი გოზდეს საეჭვოდ მოეჩვენა.
მომხდარ შემთხვევაზე გამოძიება მიმდინარეობს.
ასევე ნახეთ:
კადიროვი აქვეყნებს ვიდეოს, როგორ სასტიკად სცემა მისმა შვილმა კურიერს
VIDEO: „ქუჩაში არ შემხვდეო, დამემუქრა. ვუთხარი, შემხვედროდა და...“- გიორგი თორაძე მუქარებზე