ნავთობით დატვირთული რუსული ტანკერი კუბის პორტში შევიდა

რუსული ტანკერი

ნავთობით დატვირთული რუსული ტანკერი კუბის პორტში შევიდა. რუსულმა ხომალდმა კუბაში 730 000 ბარელი ნავთობი ჩაიტანა. ეს არის პირველი ტანკერი ბოლო სამი თვის განმავლობაში, რომელიც კუბაში ჩავიდა.

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ტვირთის გადაზიდვის გაგრძელების ნებართვა მისცა მიმდინარე ენერგეტიკული ბლოკადის მიუხედავად.

კუბაში ნავთობის დეფიციტმა გაამწვავა ღრმა ეკონომიკური კრიზისი, რის გამოც მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება და საკვებისა და მედიკამენტების მწვავე დეფიციტის წინაშე აღმოჩნდა.

კუბა საჭირო საწვავის მხოლოდ 40 პროცენტს აწარმოებს და ენერგოსისტემის შესანარჩუნებლად იმპორტს იყენებს. ექსპერტების თქმით, ტვირთის მიწოდებით დაახლოებით 180 000 ბარელი დიზელის წარმოებაა შესაძლებელი, რაც საკმარისია კუბის მოთხოვნილების ცხრა ან 10 დღის განმავლობაში დასაკმაყოფილებლად.

კუბა ნავთობის უმეტეს ნაწილს ვენესუელიდან იღებდა, თუმცა ეს გადაზიდვები შეჩერდა მას შემდეგ, რაც აშშ სამხრეთ ამერიკულ ქვეყანას თავს დაესხა და მისი ლიდერი, ნიკოლას მადურო იანვრის დასაწყისში დააკავა.