მძიმე ავარია ბათუმში - არის მსხვერპლი
1776704060
მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემის დაკავების შესახებ განაცხადა, ნავთობის ფასები ისევ გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, „ბრენტის“ მარკის ნედლი ნავთობის ფასი 4.74%-ით გაიზარდა და, ამჟამინდელი მონაცემებით, ბარელზე 94.66 დოლარი შეადგენს. ხოლო ამერიკული West Texas Intermediate-ის მარკის ნედლი ნავთობის ფასი 5.6%-ით გაიზარდა და 88.55 დოლარი გახდა.
ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ირანმა განაცხადა, რომ კომერციული გემებისთვის კვლავ კეტავდა ჰორმუზის სრუტეს და რომ ნებისმიერი გემი, რომელიც მას მიუახლოვდებოდა, სამიზნედ იქცეოდა.
მედიის ცნობით, ჰორმუზის სრუტით მსოფლიოს ნავთობისა და თხევადი ბუნებრივი აირის დაახლოებით 20% გადის.
მძიმე ავარია ბათუმში - არის მსხვერპლი
1776704060