Sky News: ირანელი აქტივისტი ერფან სოლტანი დღეს სიკვდილით არ დასჯილა
1768420685
ნატო, უთხარით დანიას, რომ ახლავე გაიყვანოს რუსეთი და ჩინეთი გრენლანდიიდან, ორი ძაღლის სასრიალო მარხილი ამას ვერ გააკეთებს, ეს მხოლოდ აშშ-ს შეუძლია, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
ტრამპის განცხადებით, გასულ წელს დანიის დაზვერვამ გამოაქვეყნა გაფრთხილება რუსეთისა და ჩინეთის სამხედრო მიზნების შესახებ გრენლანდიისა და არქტიკის მიმართ.
„ნატო, უთხარით დანიას, რომ ახლავე გაიყვანოს ისინი აქედან. ორი ძაღლის სასრიალო მარხილი ამას ვერ შეძლებს. ეს მხოლოდ აშშ-ს შეუძლია“, – წერს ტრამპი.
აშშ-ის პრეზიდენტი აზიარებს სტატიასაც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
ცნობისთვის, 12 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Air Force One-ზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ გრენლანდიის თავდაცვა ორძაღლიანი მარხილისგან შედგება.