დღეს გამორჩეული ახალმთვარეობაა ! - რა ელოდებათ ზოდიაქოს ნიშნებს
1750873228
ნატო-ს წევრები ჰააგის სამიტზე თავდაცვის ხარჯების მშპ-ის 5%-მდე გაზრდაზე შეთანხმდნენ. ალიანსის 32 წევრის შეთანხმებით, თავდაცვის ხარჯების გაზრდა 2035 წლამდე უნდა მოხდეს.
ამის შესახებ ნათქვამია ნატო-ს სამიტის დეკლარაციაში, რომელიც ნატო-ს ჰააგის სამიტზე მიიღეს.
ამასთან, ერთობლივ დეკლარაციაში ნატო-ს სახელმწიფოები ადასტურებენ მეხუთე მუხლისადმი ერთგულებას.
„ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს ურყევ ერთგულებას კოლექტიური თავდაცვის მიმართ, როგორც ეს ჩაწერილია ვაშინგტონის ხელშეკრულების მეხუთე მუხლში, რომ ერთზე თავდასხმა არის ყველაზე თავდასხმა. ჩვენ ვრჩებით ერთიანი და ურყევი ჩვენს მზადყოფნაში, დავიცვათ ჩვენი ერთი მილიარდი მოქალაქე, დავიცვათ ალიანსი და დავიცვათ ჩვენი თავისუფლება და დემოკრატია“, – ნათქვამია ერთობლივ დეკლარაციაში, რომელიც ნატო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა და ხუთი პუნქტისგან შედგება.
ამასთან, ნატო-ს შემდეგი სამიტი თურქეთში 2026 წელს გაიმართება, ალიანსის ლიდერების მომდევნო შეხვედრას კი ალბანეთი უმასპინძლებს.
შეგახსენებთ, რომ მანამდე თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ნატო-ს შემდეგი სამიტის მასპინძლობა თურქეთს სურს.