საქართველოს პარლამენტი განცხადებას ავრცელებს
1732551562
NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე თურქეთში ჩავიდა.
რუტეს ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ანკარაში, პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა. შეხვედრას თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი და თავდაცვის მინისტრი იასარ გულერიც ესწრებოდნენ.
ალიანსის გენერალურ მდივნად დანიშვნის შემდეგ ეს მარკ რუტეს პირველი ვიზიტია თურქეთში.
ნიდერლანდების ყოფილმა პრემიერმა, მარკ რუტემ NATO-ს მე-14 გენერალური მდივნის თანამდებობა ოქტომბერში დაიკავა. მან ამ პოსტზე იენს სტოლტენბერგი შეცვალა. თურქეთი ალიანსში 1952 წელს გაწევრიანდა.