ჰოლივუდის რომელმა ვარსკვლავებმა დაკარგეს სახლები კალიფორნიის ხანძრის გამო?
1736456250
ნაკლებად სავარაუდოა, რომ სომხეთი ერთდროულად იქნება ევროკავშირში და ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
კრემლის პრესსპიკერის თქმით, ჯერ კიდევ რთულია ევროკავშირში სომხეთის შესაძლო წევრობის მნიშვნელობის შეფასება.
„უბრალოდ შეუძლებელია, ჰიპოთეტურად რომ ვთქვათ, იყო ორი განსხვავებული ორგანიზაციის წევრი. აქ არის ერთი საბაჟო სივრცე, აქ არის საქონლისა და მომსახურების, ხალხისა და კაპიტალის თავისუფალი გადაადგილების ერთი ზონა, განსხვავებული ნორმებია. რა თქმა უნდა, ეს სომხეთის სუვერენული უფლებაა. ჩვენ ვიცით, რომ ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანება მომგებიანია“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.