ნახეთ, რა გააკეთა მოლდოვამ პირველი ევროკომისიის გადაწყვეტილების შემდეგ - პრეზიდენტმა გადაწყვეტილებას ხელი უკვე მოაწერა

მოლდოვა

მოლდოვამ ოფიციალურად აკრძალა რუსული პროპაგანდისტული საინფორმაციო საშუალებები. ამის შესახებ უკრანიული მედია წერს.

გამოცემის ცნობით, მოლდოვამ ქვეყანაში ყველა რუსული საინფორმაციო პროგრამის მაუწყებლობა აკრძალა. კანონპროექტს ხელი მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ მოაწერა.

როგორც მან აღნიშნა, იქმნება დეზინფორმაციის კონცეფცია, რაც მკაცრ სანქციებს გულისხმობს. იმ შემთხვევაში თუ დეზინფორმაციის ფაქტი დადასტურდება სამაუწყებლო კომპანია 7 წლით დაკარგავს ლიცენზიას. 

მისი თქმით, კიშინოვი უკრაინაში არსებული სიტუაციის გამო მკაცრ ზომებს იღებს. კანონი ძალაში 24 ივნისიდან შევა.

2 ივნისს მოლდოვის პარლამენტმა მიიღო საინფორმაციო სივრცის დასაცავი კანონი, რომელიც რუსეთიდან ახალი ამბების, ანალიტიკური გადაცემებისა და ომის შესახებ ფილმების რეტრანსლირებას კრძალავს.