მყვინთავებმა მდინარიდან ორი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს - რა ვითარებაა ახლა ბალტიმორში, ტრაგედიის ადგილზე

ბალტიმორი

აშშ-ის ქალაქ ბალტიმორში, სადაც გემი ხიდს შეეჯახა და 2.6-კილომეტრიანი ხიდი მთლიანად დაანგრია, მყვინთავებმა მდინარიდან ორი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. ამის შესახებ BBC იტყობინება.

ორივე ცხედარი მაშველებმა წითელ ავტომობილში აღმოაჩინეს, რომელიც ხიდის დანგრევის შედეგად ჩაიძირა. გარდაცვლილები უკვე იდენტიფიცირებულები არიან - 26 წლის გვატემალელი დორლიან რონიალ კასტილიო კაბრება და 35 წლის მექსიკელი ალეხანდრო ერნანდეს ფუენტესი.

ადგილზე სამაშველო ოპერაცია გრძელდება - მყვინთავები კიდევ ოთხ ადამიანს ეძებენ, სავარაუდოდ, ოთხივე მათგანი გარდაცვლილია.

აშშ-ის ქალაქ ბალტიმორში გემი ფრანცის სკოტ კის სახელობის ხიდს შეეჯახა, რის შედეგადაც 2.6 კილომეტრიანი ხიდი მთლიანად დაინგრა.