მუამარ კადაფის ვაჟი მოკლეს - DW

მუამარ კადაფის შვილი

ლიბიის ქალაქ ზინტანში ქვეყნის ყოფილი ლიდერის, მუამარ კადაფის ვაჟიშვილი, სეიფ ალ-ისლამ კადაფი მოკლეს. ინფორმაციას DW ავრცელებს.

მედიის ცნობით, სეიფ ალ-ისლამ კადაფი საკუთარ სახლში მოკლეს. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს.

როგორც DW იუწყება, კადაფის შვილი საჯარო პოლიტიკაში დაბრუნებას გეგმავდა. ლიბია დღემდე ორადაა გაყოფილი. ერთმანეთს სამთავრობო ძალები და ამბოხებულთა რაზმები ებრძვიან.

სეიფ ალ-ისლამი მუამარ კადაფის უმცროსი ვაჟი იყო. კადაფის რეჟიმის დამხობამდე ის შეზღუდული პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების ინიციატორი იყო. თუმცა 2011 წლის ამბოხის დროს მან მთავრობის მიერ პროტესტის სასტიკ ჩახშობას საჯაროდ მხარი დაუჭირა.