პროკურატურა, სააკაშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
1741763544
MTV-მ ევროპის მუსიკალური დაჯილდოების ცერემონია ისრაელ-„ჰამასის“ ომის გამო გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას People ავრცელებს.
შოუ, რომელიც მსოფლიო მუსიკალურ ინდუსტრიაში საუკეთესო ვარსკვლავებს გამოავლენს, 5 ნოემბერს პარიზში უნდა ჩატარებულიყო. სხვადასხვა კატეგორიაში ნომინირებულები არიან ტეილორ სვიფტი, მაილი საირუსი, ნიკი მინაჯი, რედ ჰოთ ჩილი პეპერსი, მეტალიკა და სხვ.
თუმცა, MTV-მ X-ის გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ მსოფლიოში მიმდინარე ძალადობრივი ქმედებების გამო აღნიშნული დაჯილდოება არ გაიმართება.
ასევე ნახეთ:
„თაია სალომეზე სულ ამბობს, ძალიან ლამაზია და ბედნიერებას უსურვებს“ - სოფი ნურაშვილი
VIDEO: „როგორი ირონიულია“ - თი მაჭავარიანი მეუღლესთან დაშორებამდე გადაღებულ კადრებს აქვეყნებს