მტერმა ვერ მიაღწია თავის მიზნებს, ობიექტების განადგურებას და ირანში ბირთვული კვლევების შეწყვეტას - მასუდ ფეზეშქიანი

ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი

ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ „ისტორიული გამარჯვება“ მოიპოვა.

„თქვენი დიდი და ისტორიულად მნიშვნელოვანი ერის გმირული წინააღმდეგობის შემდეგ ჩვენ ვხედავთ ზავს და 12-დღიანი ომის დასრულებას, რომელიც ისრაელის მთავრობის ავანტიურიზმისა და პროვოკაციის შედეგად ირანელ ერს თავს დაატყდა“, – განაცხადა ფეზეშქიანმა ირანელი ხალხისადმი მიმართვისას.

ირანის პრეზიდენტის განცხადებით, მტერმა „ვერ მიაღწია თავის მიზნებს – ობიექტების განადგურებას, ირანში ბირთვული კვლევების შეწყვეტას“.

ამასთან, მასუდ ფეზეშქიანის თქმით, ირანელმა ხალხმა თავად განსაზღვრა 12-დღიანი ომის დასასრული.