საპატრიარქოს უწყებანი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1732477853
რუმეისა გელგიმ და ჯიოტი ამგემ, მსოფლიოს ყველაზე მაღალმა და ყველაზე დაბალმა ქალებმა, ერთმანეთი ლონდონში გაიცნეს და გინესის ლეგენდარული რეკორდსმენების საპატიო ტიტულიც მიიღეს.
მსოფლიოში ყველაზე მაღალმა ქალმა, რუმეისა გელგიმ, და ყველაზე დაბალმა ქალმა, ჯიოტი ამგემ, ერთად ჩაი დალიეს და გინესის მსოფლიო რეკორდის დღე ერთად აღნიშნეს.
27 წლის რუმეისა თურქი მკვლევარი და ვებ-დეველოპერია და 2 მეტრისა და 15.16 სანტიმეტრის სიმაღლისაა. 30 წლის ჯიოტი ამგე კი წარმოშობით ინდოეთიდანაა და მსახიობია (შეიძლება, ის საკულტო სერიალიდან, American Horror Story-დანაც გახსოვდეთ). ამგეს სიმაღლე 62.8 სანტიმეტრია.
გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის მთავარი რედაქტორის, კრედ გლენდეის თქმით, "გინესის ლეგენდარული რეკორდსმენები ჩვენი წიგნის სულს გამოხატავენ. ისინი ძალიან ბევრი სფეროდან არიან — მეცნიერებისა და ტექნოლოგიის, სპორტის, ხელოვნებისა და მედიის განხრებში მუშაობენ და რეკორდების დამყარებისადმი თავდადებულები არიან."
გელგის უიშვიათესი დაავადება აქვს, რომელსაც ვივერის სინდრომი ეწოდება. ეს შეუჩერებელ ზრდასა და ჩონჩხის დეფორმაციას იწვევს. ამგეს რაც შეეხება, მისი გამორჩეული სიდაბლე აქონდროპლაზიამ გამოიწვია.
„ჯიოტის გაცნობა საოცარი იყო. ხანდახან ერთმანეთისთვის მზერის გასწორება გვიჭირდა, მაგრამ ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა," - თქვა რუმეისამ.