საფრანგეთში ახალი წლის ღამეს ათასამდე ავტომობილი დაწვეს, დაკავებულია 420 ადამიანი
1735818920
CNN-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე მოკლე ფრენა 2.7 კილომეტრს ფარავს და რეისს 53 წამი სჭირდება. მას ავიაკომპანია Loganair, რეისით LM711 ახორციელებს.
ფრენა შემდეგ ორ წერტილს აკავშირებს ერთმანეთთან - შოტლანდიის ჩრდილოეთით მდებარე კუნძულ ვესრეისა და პატარა, კიდევ უფრო შორეულ კუნძულს, პაპა ვესრეის. რეისი დღეში მინიმუმ 2-ჯერ სრულდება, პილოტს მაქსიმუმ 8-8 მგზავრი გადაჰყავს.
ყველაზე დატვირთული პერიოდი ზაფხულია, როდესაც ტურისტების გაზრდილი რაოდენობის გამო ყოველდღიურად მეტი ადამიანი ითხოვს ეგზოტიკური კუნძულების მონახულებას.
ცნობისთვის, 53-წამიანი ფრენა გინესის მსოფლიო რეკორდების სიაში ოფიციალურად აღირიცხება. საინტერესოა, რომ მგზავრებს წინასწარ არ შეუძლიათ სასურველი ადგილების შერჩევა. ეს მთლიანად პილოტის კომპეტენციაა, რადგან იგი, გადანაწილების დახმარებით, წონითი ბალანსის შენარჩუნებას ახერხებს.