გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს
1732361130
ახალი წლის ღამეს ყველა ქვეყანაში განსაკუთრებულად აღნიშნავენ და მისი დადგომა ყველას უხარია. მსოფლიოს უმეტესობა შობა-ახალ წელს საკუთარ ოჯახთან ერთად ხვდება, თუმცა, ყველა ქვეყანას თავისი ტრადიცია აქვს და სჯერა, რომ მაგალითად, თუ საყვარელი ადამიანის საფლავზე ღამის გაათევენ, საუკეთესო წელი ექნებათ.
ნახეთ, მსოფლიოს 10 ყველაზე უცნაური საახალწლო ტრადიცია:
დანია
დანიაში ახალი წლის აღნიშვნა მეგობრისთვის დამტვრეული ჭურჭლის კართან დაყრით იწყება. ვის სახლთანაც მეტი ნამსხვრევი დაგროვდება, სწორედ მას ჰყავს ყველაზე მეტი გულშემატკივარი და მომავალ წელსაც უფრო გაუმართლებს.
ესპანეთი
ესპანელების აზრით, თუ ახალი წლის ღამეს ყურძნის 12 მარცვალს შეჭამ, მომავალი წელი ბედნიერებას მოგიტანს.
შვეიცარია
შვეიცარიაში ახალ წელს ნაყინის ბურთულებით ეგებებიან, რომელსაც ძირს ყრიან.
ბოლივია
იმ იღბლიან ბოლივიელს, რომელიც საგანგებოდ მომზადებულ ნამცხვარში მონეტას აღმოაჩენს, წარმატებული წელი ექნება.
საფრანგეთი
ფრანგები ახალ წელს ისინი ყველაზე ტკბილ საახალწლო ბლინებს მიირთმევენ.
კოლუმბია
კოლუმბიელებს სჯერათ, რომ თუ ახალი წლის დადგომამდე მთელი დღე ახლოს ექნებათ საკუთარი ჩემოდანი, მომავალ წელს მოგზაურობასა და გართობაში გაატარებენ.
ჩილე
ჩილეში წინასაახალწლოდ გარდაცვლილებს იხსენებენ. საყვარელი ადამიანის საფლავზე ღამის გათევა მისთვის პატივის მიგებას ნიშნავს.
ესტონეთი
ესტონელები ახალ წელს დღეში 7-ჯერ მიირთმევენ საჭმელს, რაც მომავალ წელს მათ ბარაქას მოუტანს.
სამხრეთ აფრიკა
სამხრეთ აფრიკული ტრადიციის თანახმად, ახალი წლის ღამეს სასურველია ძველი ავეჯისა და ნივთების ფანჯრიდან მოსროლა.
ირლანდია
ირლანდიელები ახალ წელს პურს ესვრიან სახლის კედლებს, მათი აზრით, პურს აქვს ძალა, რომელიც ბოროტ სულებს დააფრთხობს.