"ორმა საათმა გადაწყვიტა ყველაფერი. დარეკეს, სამწუხაროდ, ვერაფერი ვერ გავაკეთეთო..." - ნუგზარ კვაშალი
1760987297
მსოფლიო სასურსათო პროგრამა (WFP) ისრაელს მოუწოდებს ჩრდილოეთ ღაზის გადასასვლელი გახსნას, რათა ღაზის სექტორში მეტი ჰუმანიტარული დახმარება შევიდეს.
მათივე განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში ღაზაში მარაგების შეტანა იზრდება, მაგრამ ის მაინც მნიშვნელოვნად ჩამორჩება 2000 ტონა დღიურ მიზანს.
„ამ მასშტაბის მისაღწევად, ახლა ყველა სასაზღვრო გადასასვლელი უნდა გამოვიყენოთ“, – განაცხადა მსოფლიო სასურსათო პროგრამის წარმომადგენელმა, აბირ ეტეფამ ჟენევის პრესკონფერენციაზე.
როგორც ისრაელის მედია წერს, ამ დროისთვის ღაზის სექტორში მხოლოდ ორი გადასასვლელი, კერემ შალომი და კისუფიმია, გახსნილი.
ცნობისთვის, ისრაელ-„ჰამასის“ სამშვიდობო შეთანხმება ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული ტვირთების შეუფერხებლად მიწოდებასაც ითვალისწინებს.