„მშვიდობის საბჭოს“ წევრობისთვის მიწვევა კიდევ სამმა ქვეყანამ, ისრაელმა, გერმანიამ და ფინეთმა მიიღო

დონალდ ტრამპი

ისრაელმა, გერმანიამ და ფინეთმა აშშ-ის პრეზიდენტისგან „მშვიდობის საბჭოს” წევრობის მიწვევა მიიღეს. ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისში განაცხადეს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ან მის მიერ არჩეული წარმომადგენელი ღაზას „მშვიდობის საბჭოში“ გასაწევრიანებლად მიიწვია.

ამასთან, გერმანული გამოცემა Der Spiegel-ი იუწყება,რომ გერმანია იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებმაც აშშ-ის პრეზიდენტისგან „მშვიდობის საბჭოს“ წევრობის მოწვევა მიიღეს. გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა, სტეფან კორნელიუსმა აღნიშნა, რომ კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა „მშვიდობის საბჭოს“ წევრობის მოწვევა მიიღო და აშშ-ს მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული და მთავრობა მოწვევაზე პასუხის გაცემასთან დაკავშირებით პარტნიორებთან კონსულტაციებს გეგმავს. გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე იმის შესახებ, გამორიცხავს თუ არა გერმანია წევრობას, თუ რუსეთი ტრამპის მიწვევას მიიღებს.

ამასთან, ფინეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუწყება, რომ „მშვიდობის საბჭოს“ წევრობის მიწვევა ფინეთმაც მიიღო.

მანამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ „მშვიდობის საბჭოში“ რუსეთი და ბელარუსი მიიწვიეს.