ცნობილია ახალგაზრდა კაცის ვინაობა, რომელიც საბარგულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა
1785614154
მშობლებმა, რომლებსაც ბავშვისთვის ბილეთი არ ჰქონდათ ნაყიდი, ჩვილი აეროპორტის სარეგისტრაციო ზონაში დატოვეს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ცოლ-ქმარი, რომელთა ვინაობაც არ ხმაურდება, თელ-ავივიდან ბრიუსელში მიფრინავდა. მას შემდეგ, რაც გაარკვიეს, რომ გასაფრენად ბილეთი ბავშვისთვისაც უნდა შეეძინათ, მათ ჩვილი ავიაკომპანიის სარეგისტრაციო დახლზე დატოვეს.
ავიაკომპანიის წარმომადგენლებმა აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურს მიმართეს და წყვილი დააკავეს. საქმეს ადგილობრივი პოლიცია იძიებს.