ვისთვის შეიძლება და ვისთვის არა შვიდგზის ზეთისცხება - ეს ბევრმა არ იცის
1773085225
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი „დიდ შეცდომად“ აფასებს ისრაელის მიერ მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე, იერუსალიმიდან აღმოსავლეთით, ახალი დასახლებების მშენებლობას.
მისი თქმით, გერმანიის მთავრობა მოუწოდებს ისრაელს, თავი შეიკავოს მსგავსი ნაბიჯებისგან.
როგორც გერმანიის კანცლერი აცხადებს, E1 პროექტის ხელშეწყობა გაართულებს ორი სახელმწიფოს პრინციპის რეალიზებას.
ცნობისთვის, ისრაელმა E1 პროექტის მშენებლობას ე.წ. მწვანე შუქი ჯერ კიდევ გასული წლის აგვისტოში აუნთო. პროექტის ფართობია 12 კვადრატული კილომეტრი. ისრაელის ხელისუფლებამ იანვარში ტენდერი გამოაცხადა ამ ტერიტორიაზე 3 400-მდე საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად.
ისრაელის მიერ დასავლეთ სანაპიროზე მშენებლობებს მკაცრად გმობს ასევე საერთაშორისო საზოგადოება. გაერო-ს გენერალური მდივნის პრესსპიკერის თქმით, ისრაელის მხრიდან მსგავსი გაფართოება, „ეგზისტენციურ საფრთხეს“ უქმნის პალესტინის სახელმწიფოს მომავალს.