მძიმე ავარია რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე - რა ხდება ამ წუთებში ადგილზე
1737143928
ინაუგურაციის დახურულ სივრცეში გადატანის შესახებ გადაწყვეტილებას დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ „თრუს სოშიალში“ გამოეხმაურა.
ტრამპის თქმით, პროგნოზის მიხედვით, 20 იანვარს ვაშინგტონში ჯანმრთელობისათვის სახიფათო ყინვაა მოსალოდნელი.
„სახიფათო პირობებია ასობით ათასი მხარდამჭერისთვის, ათობით ათასი სამართალდამცველისთვის, საგანგებო სამსახურების თანამშრომელთათვის, პოლიციის ძაღლებისა და ცხენებისთვისაც კი.
ნებისმიერ შემთხვევაში, მოსვლას თუ გადაწყვეტთ, თბილად ჩაიცვით“, – განაცხადა აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა.
დონალდ ტრამპის ინაუგურაცია უამინდობის გამო კონგრესის შენობაში გაიმართება. მეტეოროლოგების პროგნოზით, 20 იანვარს ვაშინგტონში -11 გრადუსია მოსალოდნელი.