საქართველოში კვირის ბოლოს გათოვდება - უახლესი პროგნოზი
1793820846
რუსეთის პრიმორიეს მხარის ქალაქ ბოლშოი კამენში სკოლის მოსწავლის დანით მკვლელობაში ეჭვმიტანილი ადგილობრივი ისტორიის მასწავლებელი აღმოჩნდა. ამის შესახებ Telegram-არხი SHOT იუწყება.
მედიის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი ადგილობრივ ლიცეუმში ისტორიას ასწავლიდა, ამასთან, ბავშვებს სამოქალაქო თავდაცვის ცენტრშიც ამზადებდა.
გარდაცვლილი მე-11 კლასის მოსწავლე იყო და მრავალშვილიან ოჯახში იზრდებოდა. შემთხვევის დროს ახალგაზრდა მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. თავდასხმის შემდეგ თანმხლები პირები მის დახმარებას ცდილობდნენ, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მომხდარზე განზრახ მკვლელობის მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. თავდასხმის გარემოებები ამ დრომდე დგინდება.