მოსკოვში ღამით აფეთქებების ხმა ისმოდა

მოსკოვი

 ფეთქებების ხმა ისმოდა ღამით მოსკოვში - დრონებით იერიში, კრემლიდან მხოლოდ 6 კილომეტრში იყო. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ადგილზე შესაბამისი სამსახურია მობილიზებული.

ღამით მორიგი თავდასხმა იყო უკრაინაზეც. რუსული უპილოტო საფრენი აპარატებით იერიშის შედეგად ზაპოროჟიეში 9 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, არიან ბავშვებიც. გაჩნდა ხანძარი. ცეცხლის ჩაქრობას მაშველები რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ.