მოსკოვის სასამართლომ კრიმინალურ ავტორიტეტს, მერაბ ჯანგველაძეს (სუხუმსკი) პატიმრობის განაჩენი გამოუტანა

მერაბ ჯანგველაძე

მოსკოვის ტვერსკოის სასამართლომ კანონიერი ქურდი მერაბ ჯანგველაძე, ასევე ცნობილი როგორც მერაბ სუხუმსკი, დაუსწრებლად დააკავა. ამის შესახებ სასამართლოს პრესსამსახურმა განაცხადა. მას ბრალი ედება კრიმინალური სამყაროს იერარქიაში მაღალი თანამდებობის დაკავებაში.

„ტვერსკოის რაიონულმა სასამართლომ <...> დააკისრა წინასწარი პატიმრობა ორთვიანი ვადით, რუსეთის სამართალდამცავ ორგანოებში მისი გადაცემის მომენტიდან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ექსტრადიციის ან დეპორტაციის შემთხვევაში, ან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან“, - ნათქვამია განცხადებაში.

წინასწარი პატიმრობა ძალაში შევა რუსეთში მისი ფაქტობრივი დაკავების ან რუსეთის სამართალდამცავი ორგანოებისთვის გადაცემის შემდეგ. საქმე ეხება კრიმინალური სამყაროს იერარქიაში მაღალი თანამდებობის დაკავების მუხლს. ასეთი ბრალდებები ვრცელდება იმ პირებზე, რომლებსაც გამომძიებლები კრიმინალური სამყაროს ლიდერებად მიიჩნევენ.ჯანგველაძე ამჟამად რუსეთის სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიუწვდომელია. ექსტრადიციის ან დეპორტაციის შემთხვევაში, იგი წინასწარ პატიმრობაში გამწესდება.შეგახსენებთ, რომ გასული წლის მარტში, 60 წლის ლევან ჯანგველაძე, კრიმინალური ავტორიტეტის, მერაბ ჯანგველაძის ძმა, თბილისში მოკლეს. თავდასხმა კაფესთან ახლოს მოხდა. მას ცხრა ტყვია ესროლეს.