მორიგი უსამართლო კრიტიკა ბრიუსელიდან - ევროპული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს ხელისუფლებას ევროპულ გზას უწუნებენ

ჟან ნოელ ბარო

ევროპული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებენ.

როგორც მინისტრები ამბობენ, ხელისუფლებამ ევროკავშირისკენ მიმავალ გზას გადაუხვია.

„ქართველი ხალხისადმი ჩვენი გზავნილია, რომ ვაფასებთ მათ თავდადებას თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი. რაც შეეხება ხელისუფლებას, რამდენჯერმე მქონდა შესაძლებლობა, პირდაპირ გამომეხატა ჩვენი მოსაზრებები“, - აცხადებს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან ნოელ ბარო.

„უკიდურესად გვაღელვებს საქართველოში განვითარებული მოვლენები. ძალიან სწრაფად დგამენ ევროკავშირში გაწევრიანების საპირისპირო ნაბიჯებს. ეს ჩემთვის ძალიან სამწუხაროა. ყველანაირად ვცდილობთ, რომ მხარი დავუჭიროთ იმ მოქალაქეებს, რომლებიც ასევე მუშაობენ დემოკრატიის და პრესის თავისუფლებისთვის, რადგან ვხედავთ საქართველოში ამის დაუყოვნებლივ საჭიროებას “, - აღნიშნა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მალმერ სტენერგარდიმ.

„ნათლად ვიცით, რომ ქართველ ხალხს სურს ევროპულ გზას დაუბრუნდეს. საქართველო კარგად მიდიოდა ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისით და იყო მკაფიო ვალდებულებები ამ გზის გასაგრძელებლად. მთავრობამ საერთოდ შეცვალა გზა“, - აღნიშნა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარია ბაიბა ბრაჟემ.