„მტკვარი არ ისვენებს, ვხედავ, რომ...“ - რას ამბობს გოგა მანია
1749066865
საათზე მეტხანს გაგრძელდა მორიგი სატელეფონო საუბარი ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის. როგორც თავად დონალდ ტრამპი წერს სოციალურ ქსელში, ვლადიმერ პუტინთან მან განიხილა უკრაინული სამხედრო ოპერაცია "ობობის ქსელი", რის შედეგად რუსული სტრატეგიული ავიაციის 34% განადგურდა და დაზიანდა. მისივე თქმით, პუტინი საპასუხო დარტყმებისთვის ემზადება. მთლიანობაში, საუბარს ტრამპმა კარგი უწოდა, თუმცა "არა ისეთი, რომელმაც დაუყოვნებლივ მშვიდობა უნდა მოიტანოს".
მოლაპარაკებებსა და რუსეთში უკრაინულ ოპერაციაზე პირველად გააკეთა კომენტარი თავად პუტინმაც. რუსეთის პრეზიდენტმა მასშტაბური იერიში ტერორისტულ აქტებად მოიხსენია და, ამ საბაბით, ცეცხლის 30 დღით შეწყვეტასა და ზელენსკისთან შეხვედრის შესაძლებლობაზე კატეგორიული უარი განაცხადა.
თავის მხრივ, პუტინი-ტრამპის სატელეფონო საუბარს ეხმიანება ზელენსკი. უკრაინის პრეზიდენტის განმარტებით, რუსეთს ომის დასრულება არ სურს და მსოფლიოს ოკუპანტზე ზეწოლის გაძლიერებისკენ მოუწოდებს.