მორიგი რეზოლუცია საქართველოს წინააღმდეგ - ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში დღეს რასა იუკნევიჩიანეს მიერ მომზადებულ დოკუმენტს კენჭს უყრიან

ფგ

 მორიგი რეზოლუცია საქართველოს წინააღმდეგ - დღეს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში კენჭს უყრიან დოკუმენტს, რომელიც რასა იუკნევიჩიანეს მიერ არის მომზადებული. რეზოლუციაში „ქართულ ოცნებას“ ევროპული კურსის შეცვლაში ადანაშაულებენ და პერსონალური სანქციების დაწესებას მოითხოვენ.

იუკნევიჩიანეს პროექტში შესწორებები შეიტანეს, სადაც რამდენიმე ევროპარლამენტარი მედიასაშუალებების - „იმედის“, „რუსთავი2ისა“ და „პოსტ ტივის“ სანქცირებას ითხოვს.

მმართველ გუნდში მიიჩნევენ, რომ რეზოლუცია რეალობას აცდენილია და მოკლებულია ყოველგვარ ობიექტურ საფუძველს. მათი განცხადებით, დოკუმენტი დეზინფორმაციას ეფუძნება და ოპოზიციის ინტერესებს ემსახურება.

„მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, გადახედოს ასეთი მედიასაშუალებების აკრედიტაციას ევროკავშირის ინსტიტუტებში და მოუწოდებს ევროკავშირის წევრს სახელმწიფოებს, მიჰბაძონ გაერთიანებულ სამეფოს და მიიღონ შესაბამისი შემზღუდავი მაგალითები“, - წერია დოკუმენტში.