1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
მოლდოვის პრემიერ-მინისტრი ნატალია გავრილიცა თანამდებობიდან გადადგა, რასაც მთელი მინისტრთა კაბინეტის გადადგომა მოჰყვა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.
„მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე გატარებული წელიწად-ნახევრის შემდეგ დადგა დრო, როდესაც ეს თანამდებობა უნდა დავტოვო“, - განაცხადა გავრილიცამ ბრიფინგზე.
ნატალია გავრილიცამ ჩამოთვალა მისი მთავრობის მიღწევები და აღნიშნა, რომ ამ 18 თვის განმავლობაში მას მინისტრთა კაბინეტის მეთაურობა მუდმივი კრიზისის პირობებში უწევდა, თუმცა მიუხედავად ამისა, ხელისუფლებამ ქვეყანაში უსაფრთხოების შენარჩუნება შეძლო.
„გვქონდა მუდმივი დიალოგი მოლდოვის სტრატეგიულ პარტნიორებთან, გავუმკლავდით ლტოლვილთა კრიზისს და მთელი მსოფლიოს სიმპათია მოვიპოვეთ. რაც მთავარია, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მივიღეთ“, - აღნიშნა გავრილიცამ.
მაია სანდუმ ნატალია გავრილიცა მთავრობით მეთაურის თანამდებობაზე 2021 წლის 30 ივლისს დანიშნა.
Messenger-ს ახალი ფუნქცია დაემატა
1732393264