ჯარიმა 1000-დან 3 000 ლარამდე - ოქტომბრიდან გამკაცრებული რეგულაციები ამოქმედდება
1759089081
მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარემ და პარტია „მოქმედება და სოლიდარობის“ ლიდერმა იგორ გროსუმ საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. მან რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ძალების მხრიდან სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობებზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ სამართალდამცველები წესრიგის დასაცავად ყველაფერს გააკეთებენ.
„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში დავაფიქსირეთ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი კრიმინალური დაჯგუფებების საარჩევნო პროცესში ჩარევის მცდელობები სიტუაციის დესტაბილიზაციის მიზნით. ველოდებით დამატებით ინფორმაციას სამართალდამცავი ორგანოებისგან და ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან. მათ, ვინც სიტუაციის დესტაბილიზაციას ცდილობს, უფასო რჩევას ვაძლევ - იფიქრეთ მოქალაქეებსა და ქვეყნის მომავალზე და არა საკუთარ ეგოისტურ, პარტიულ ინტერესებზე. ჩვენი სამართალდამცავი ორგანოები ყველაფერს გააკეთებენ წესრიგის, სტაბილურობის შესანარჩუნებლად“, - განაცხადა მან.
პროტოკოლების 99%-ის დამუშავების შემდეგ, მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში მაია სანდუს პარტია ლიდერობს.