უმძიმესი ტრაგედია ხონში - ავარიას სამი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
1744984745
მოლდოვის არჩევანია, იყოს ევროკავშირის ნაწილი, ზოგიერთი მხარე, მათ შორის რუსეთი გამოწვევის წინაშე აყენებს ამ არჩევანს, მაგრამ მოლდოვის ადგილი ევროკავშირშია, – ამის შესახებ მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა, დორინ რეჩანმა ანტალიის დიპლომატიის ფორუმზე განაცხადა.
მისივე თქმით, „უფრო და უფრო მეტი ევროპელი ხვდება, რომ გაფართოებული ევროკავშირი უფრო დაცული და მშვიდობიანია“.
„ჩვენ ახლა ბევრი გამოწვევის წინაშე ვართ, ესაა ომი რეგიონში, ეკონომიკური გამოწვევეები, წარმოშობილი გეოპოლიტიკური მეტოქეები. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი ქვეყნები უსაფრთხოა, მაგრამ, მეორე მხრივ, უნდა დავიცვათ მრავალმხრივი ინსტიტუციები. ჩვენ სწრაფად არ უნდა უკუვაგდოთ ჩვენი ენერგია და სურვილი, ვაშენოთ გლობალური პარტნიორობა. დიახ, დღევანდელი სამყარო გაცილებით ფრაგმენტული ხდება, მაგრამ როგორც მონტენეგროს პრეზიდენტმა აღნიშნა, მოდით, ერთად ვიმუშავოთ, რათა ეს უთანხმოება ოჯახში დასრულდეს გაუმჯობესებული პარტნიორობით. მოლდოვა ახლა ძალიან დიდი გამოწვევების წინაშეა, მისი არჩევანია, იყოს ევროკავშირის ნაწილი. როგორც რეგიონის სხვა ქვეყნები, ჩვენ სწრაფად ვმოძრაობთ, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი. მართალია, ზოგიერთი მხარე, მათ შორის რუსეთი გამოწვევის წინაშე აყენებს მოლდოვის ამ არჩევანს, მაგრამ დარწმუნებული ვართ, მოლდოვის ადგილი ევროკავშირშია. უფრო და უფრო მეტი ევროპელი ხვდება, რომ უფრო გაფართოებული ევროკავშირი უფრო დაცული, მშვიდობიანი და უფრო აყვავებულიც იქნება“, – განაცხადა დორინ რეჩანმა.
რა ხდება ამ წუთებში თბილისის გასასვლელში
1744963211
რა არ უნდა გავაკეთოთ წითელ პარასკევს
1744919150