1734086254
მოლდოვაში პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური იმართება
დღეს, 3 ნოემბერს მოლდოვაში პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური იმართება, რომელშიც ერთმანეთს ამჟამინდელი პროევროპული პრეზიდენტი მაია სანდუ და ყოფილი გენერალური პროკურორი ალექსანდრ სტოიანოგლო უპირისპირდებიან, რომელსაც მხარს უჭერს სოციალისტური პარტია პრორუსი ექსპრეზიდენტის, იგორ დოდონის ხელმძღვანელობით.
საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მოქმედმა პრეზიდენტმა მაია სანდუმ ხმების 42,45% მიიღო, ხოლო ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ალექსანდრ სტოიანოგლომ - 25,98%.
3 ნოემბრის არჩევნებისთვის გაიხსნა 2218 საარჩევნო უბანი როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებს ხმის მიცემის უფლების მქონე 3,3 მილიონამდე მოქალაქე.