„მოლაპარაკებას აპირებთ ჰიტლერთან?“ - პოლონეთის პრემიერმა ​მაკრონი პუტინთან დარეკვის გამო გააკრიტიკა

მაკრონი-პუტინი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი პუტინთან სატელეფოტო საუბრის გამო გააკრიტიკა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. 

„პრეზიდენტო მაკრონ, რამდენჯერ გქონდათ მოლაპარაკება პუტინთან, რას მიაღწიეთ? შეაჩერეთ თუ არა რაიმე ქმედება, რომელიც განხორციელდა?" - ჰკითხა მორავიეცკიმ.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი არ აწარმოებენ მოლაპარაკებას კრიმინალებთან - ისინი ებრძვიან მას.

„ჰიტლერთან მოლაპარაკება არავის დაუწყია. თქვენ მოლაპარაკებას გამართავდით ჰიტლერთან, სტალინთან, პოლ პოტთან?“- დასძინა მორავიეცკიმ.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ მაკრონმა პუტინს რვაჯერ დაურეკა. ბოლო ასეთი ზარი 29 მარტს შედგა.