„ჩემი და აღარ მყავს...“ - 6 თვის ორსული გარდაიცვალა
1785138553
ირანის ახალმა უზენაესმა ლიდერმა მოჯთაბა ხამენეიმ ლიბანურ დაჯგუფება „ჰეზბოლას“ კიდევ ერთხელ დაუდასტურა მხარდაჭერა წერილში, რომელიც ორგანიზაციის ლიდერს, ასევე მის მეთაურებსა და მებრძოლებს გაუგზავნა.
წერილში მან „ჰეზბოლა“ გამძლეობისა და სიმამაცისთვის შეაქო და დაჯგუფება ისრაელისა და მისი მხარდამჭერების წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე მყოფ ძალად მოიხსენია. ირანის უზენაესმა ლიდერმა მადლობა გადაუხადა ლიბანელ ხალხს, განსაკუთრებით კი სამხრეთ ლიბანის მოსახლეობას „ჰეზბოლას“ მხარდაჭერისთვის.