მოითხოვენ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კანონების გაუქმებას, ეს არის ოჯახური სიწმინდის კანონის გაუქმება, "ფარას" კანონის გაუქმება - სოსო შატბერაშვილი "მოსკოვის მექანიზმე"

სოსო

"მოითხოვენ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კანონების გაუქმებას, ეს არის ოჯახური სიწმინდის კანონის გაუქმება, ეს არის "ფარას" კანონის გაუქმება, ანუ პირდაპირ მოუწოდებს მოსკოვის მექანიზმი საქართველოს ხელისუფლებას, რომ შავი ფული უნდა შემოვიდეს თქვენს ქვეყანაშიო" - ასე ეხმაურება პარტია "მემარცხენე ალიანსის" დამფუძნებელი, სოსო შატბერაშვილი ეუთოს "მოსკოვის მექანიზმის" ანგარიშს.

შატბერაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება იცავს ქართველი ხალხის ინტერესებს.

"ეს არის ბოლო სადამსჯელო მექანიზმი, ამის შემდეგ მექანიზმი აღარ არსებობს. ეს იყო ბოლო. მოითხოვენ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კანონების გაუქმებას, ეს არის ოჯახური სიწმინდის კანონის გაუქმება, ეს არის "ფარას" კანონის გაუქმება, ანუ პირდაპირ მოუწოდებს "მოსკოვის მექანიზმი" საქართველოს ხელისუფლებას, რომ შავი ფული უნდა შემოვიდეს თქვენ ქვეყანაშიო. ეს არის "მოსკოვის მექანიზმის" ბოლო შანსი, რომელიც სცადეს, რომ გამოეყენებინათ და არ გამოვიდა აქედან არაფერი. საქართველოს ხელისუფლება იცავს ქართველი ხალხის ინტერესებს," - აცხადებს სოსო შატბერაშვილი.

ცნობისთვის, საქართველოზე მომზადებულ დოკუმენტში წერია, რომ უნდა გაუქმდეს გამჭვირვალობის, ამერიკული "ფარას" ანალოგის, ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონები.