მოგზაურობა იმუნურ სისტემას აძლიერებს და დაბერებას ანელებს - კვლევა

მოგზაურობა

ავსტრალიაში ჩატარებული ახალი კვლევის თანახმად, ხშირ მოგზაურობას პირდაპირი გავლენა აქვს ჩვენს ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე. ედიტ კოუანის უნივერსიტეტის მეცნიერთა გუნდი განმარტავს, რომ მოგზაურობა ადამიანს ქრონიკული სტრესის შემსუბუქებაში ეხმარება, რაც პირველ რიგში იმუნურ სისტემასა და მდგრადობაზე აისახება დადებითად.

„სტრესი და გადაღლილობა რომ 21-ე საუკუნის ერთ-ერთ მთავარ მახასიათებლად იქცა, ამაზე აღარავინ დავობს, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრია საკვლევი, თუ როგორ უნდა გავუმკლავდეთ მას. ჩვენმა კვლევამ ცხადყო, რომ მოგზაურობა და დასვენება კუნთებსა და სახსრებს ათავისუფლებს, ასევე, ხელს უწყობს შფოთის შემცირებას", - ამბობს მეცნიერი ფანგლი ჰუ.

მოგზაურობის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ისაა, რომ ადამიანი მრავალმხრივი ფიზიკური აქტივობებით კავდება, როგორიცაა ლაშქრობა, ფეხით სიარული, ცოცვა, ზოგჯერ ველოსიპედით სეირნობა. ფიზიკური დატვირთვა პირდაპირ აისახება მეტაბოლიზმსა და ორგანიზმის ფუნქციონირებაზე, სისხლის მიმოქცევასა და ნივთიერებათა ცვლაზე, რაც ადამიანს სტრესისგან ათავისუფლებს. სტრესის ნაკლებობა კი იმუნიტეტს აძლიერებს.