მოგვწონს თუ არა, ჩვენ კიდევ გარკვეული დროით დავრჩებით აშშ-ზე დამოკიდებული, თუმცა ტრამპს ვუთხარი, რომ მათაც სჭირდებათ პარტნიორები ამ სამყაროში - ფრიდრიხ მერცი

ფრიდრიხ მერცი

გერმანია გარკვეული დროით დარჩება ამერიკის შეერთებულ შტატებზე დამოკიდებული, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ვაშინგტონიდან დაბრუნების შემდეგ განაცხადა.

„მოგვწონს თუ არა, ჩვენ კიდევ გარკვეული დროით დავრჩებით ამერიკის შეერთებულ შტატებზე დამოკიდებული. გუშინ დონალდ ტრამპს ვუთხარი, რომ მათაც სჭირდებათ პარტნიორები ამ სამყაროში და ევროპელები, განსაკუთრებით გერმანელები არიან ყველაზე შესაფერისი პარტნიორები მსოფლიოში, როდესაც საქმე ეხება საერთო გამოწვევებს. ეს არის განსხვავება ავტორიტარულ რეჟიმსა და დემოკრატიას შორის“, – განაცხადა მერცმა.

კანცლერმა ასევე ისაუბრა ტარიფებთან დაკავშირებით. მერცის თქმით, მან ტრამპს განუცხადა, რომ ტარიფები ორივე ქვეყანას აზიანებს.

„ვუთხარი, რომ პირადად ვატარებ X3-ს, რომელიც წარმოებულია სამხრეთ კაროლინაში BMW-ს მიერ. ამერიკელმა ოჯახებმა აქედან აიღეს ხელფასები. ეს არის მაგალითები, რომლებიც უბრალოდ უნდა მოვუყვანოთ, რათა გასაგები გავხადოთ, რომ ეს სატარიფო პოლიტიკა არა მხოლოდ ჩვენ, მათაც ეხებათ“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.