მნიშვნელოვან პოლიტიკურ ნაბიჯებს ვამზადებთ - ზელენსკი

მაკრონი და ზელენსკი

დღეს, პარიზში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ ნაბიჯებს ვამზადებთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

„რუსეთი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ თავდასხმებს არ წყვეტს. ახლა ჩვენი ხალხისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გაძლიერება გვჭირდება. ყველა შეხვედრას კონკრეტული შედეგები უნდა მოჰყვეს, საჰაერო თავდაცვის შესახებ, ახალი დახმარების პაკეტებისა და ახალი შესაძლებლობების შესახებ. მნიშვნელოვანი საუბარი გვქონდა დიპლომატიისა და ჩვენი შემდგომი ნაბიჯების შესახებ. დღეს, პარიზში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრა იმართება, რომელსაც სახელმწიფოების მეთაურები, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, მინისტრები და ელჩები ესწრებიან. ჩვენ მნიშვნელოვან პოლიტიკურ ნაბიჯებს ვამზადებთ“, - აცხადებს ზელენსკი.