„მკვლელმა ჯაკუზმა“ ესპანეთში ახალგაზრდა წყვილის სიცოცხლე იმსხვერპლა

ჯაკუზი

ესპანეთში, ვალენსიის მახლობლად მდებარე ძვირად ღირებულ ვილაში, 48 წლის პატრიკ ტობინი და მისი 51 წლის მეუღლე, თომასინა, ჯაკუზში გარდაცვლილი იპოვეს. წყვილი ესპანეთში ოჯახთან ერთად დასასვენებლად იმყოფებოდა.

გამოძიების პირველადი ვერსიით, სავარაუდოდ, ჯაკუზის წყლის შემწოვი ტუმბოს გაუმართაობის გამო წარმოქმნილმა ძლიერმა ვაკუუმმა წყალქვეშ ჩაითრია და გაჭედა წყვილის სხეული, თმა ან ტანსაცმელი, რამაც მათ ამოსვლის საშუალება არ მისცა.

გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ შემთხვევის დროს ჯაკუზის შემწოვი ტუმბოები, შესაძლოა, გაუმართავად მუშაობდა.