პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ისრაელის პრემიერ მინისტრი „ჰამასის“ მიერ ისრაელელი ქალების გაუპატიურებისა და სხვა სისასტიკეების ფაქტებზე რეაგირების ნაკლებობის გამო, საერთაშორისო ორგანიზაციებს აკრიტიკებს.
ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ქალთა და უფლებადამცველი ორგანიზაციები, ასევე გაერო, ხმამაღლა არ საუბრობენ იმ მრავალრიცხოვან სექსუალურ ძალადობაზე, რომელსაც „ჰამასი“ ისრაელელი ქალების მიმართ სჩადის.
„შევხვდი გათავისუფლებულ მძევლებს და მძევლად მყოფთა ნათესავებს. მათგან ძალადობის გულსატკენი ისტორიები მოვისმინე. მე, ისევე როგორც თქვენ, სექსუალური ძალადობისა და გაუპატიურების უპრეცედენტო შემთხვევების შესახებ მოვისმინე, მაგრამ არ გამიგია ქალთა და უფლებადამცველი ჯგუფების შეშფოთება ამის თაობაზე.
მე მივმართავ ქალთა უფლებების დამცველ ორგანიზაციებს, უფლებადამცველ ორგანიზაციებს, გსმენიათ ისრაელელი ქალების გაუპატიურების, მათ მიმართ საშინელი სისასტიკისა და სექსუალური დასახიჩრების შესახებ? სად ჯანდაბაში ხართ? მე ველოდები, რომ ყველა ცივილიზებული ლიდერი, მთავრობა, ერი ილაპარაკებს ამ სისასტიკის წინააღმდეგ“, -აღნიშნა ნეთანიაჰუმ.