მივიღეთ დოგმატური ხედვა თავისუფალი და არაფრით შეზღუდული ვაჭრობის შესახებ მაშინ, როცა სხვა ქვეყნები საკუთარ ეკონომიკებს იცავდნენ, კომპანიებს სუბსიდირებას უკეთებდნენ, ხოლო ჩენს კომპანიებს სისტემატურად ძირს უთხრიდნენ - რუბიო

მარკო რუბიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ დასავლეთის ქვეყნების ეკონომიკური პოლიტიკა გააკრიტიკა.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, მან აღნიშნა, რომ დასავლურმა ქვეყნებმა თავისუფალი და არაფრით შეზღუდული ვაჭრობის სისტემა შექმნეს მაშინ, როცა სხვა ქვეყნები საკუთარ ეკონომიკებს იცავდნენ და თავიანთ კომპანიებს სუბსიდირებას უკეთებდნენ.

„მივიღეთ დოგმატური ხედვა თავისუფალი და არაფრით შეზღუდული ვაჭრობის შესახებ მაშინ, როცა სხვა ქვეყნები საკუთარ ეკონომიკებს იცავდნენ, თავიანთ კომპანიებს სუბსიდირებას უკეთებდნენ, ხოლო ჩვენს კომპანიებს სისტემატურად ძირს უთხრიდნენ. ჩვენ ვხურავდით ქარხნებს, ვახდენდით ჩვენი საზოგადოებების უდიდესი ნაწილის დეინდუსტრიალიზაციას. საშუალო კლასის მილიონობით სამუშაო ადგილებს საზღვარგარეთ ვქმნიდით და მიწოდების კრიტიკულად მნიშვნელოვან ჯაჭვებზე კონტროლს ჩვენს მოწინააღმდეგეებს ვაბარებდით“, - თქვა რუბიომ.