მივესალმები აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებებს, მიღწეული შეთანხმება ირანს მკაცრ პირობებს უნდა უწესებდეს - კირ სტარმერი

კირ სტარმერი

დიდი ბრიტანეთი ინფორმირებული იყო აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა.

კირ სტარმერი ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებებს მიესალმება და იმედს გამოთქვამს, რომ სიტუაციის დეესკალაციას და კონფლიქტის დასრულებას რაც შეიძლება მალე იხილავს.

„მივესალმები აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაციას. მოლაპარაკებებით მიღწეული შეთანხმება ირანს მკაცრ პირობებს უნდა უწესებდეს, განსაკუთრებით ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით“, – აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერმა.